Wednesday, June 13, 2012

ქართული


 


ქართული

ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ. ინფორმაციის წყარო:www.sukhishvilebi.com

ხანჯლური


ხანჯლური


ხანჯლური ქართული ხალხური ცეკვაა; ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში). ინფორმაციის წყარო:www.sukhishvilebi.com

კინტოური


კინტოური


კინტოური ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში. ინფორმაციის წყარო: www.sukhishvilebi.com

ფარცა


ფარცა

ეს ცეკვა გურიის რეგიონიდან იღებს სათავეს, გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთებით. მისი დინამიური ქორეოგრაფიული ქარგა, ურთულესი ხტომითი მოძრაობები, მოცეკვავეების მიერ სცენაზე შეკრული კამარა, მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებისა და ზეიმის განცდას. ინგორმაციიის წყარო www.sukhishvilebi.com

ყაზბეგური


ყაზბეგური



საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია. ინფორმაციის წყარი :www.sukhishvilebi.com

ჯეირანი


ჯეირანი

ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვის, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.ინფორმაციის წყარო:www.sukhishvilebi.com

სიმდი და ხონგა


სიმდი და ხონგა

ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება.იმფორმაციის წყარო:www.sukhishvilebi.com